суббота, 14 марта 2015 г.

კურსის რეფლექსია

ძალიან საინტერესო და დატვირთული სამუშაო  პროცესი ბლოგის შექმნით დავასრულეთ.   დამეხმარება სასწავლო პროცესი შემოქმედებითად წავმართო.  დარწმუნებული ვარ მოსწავლეები უფრო დიდ ინტერესს ,რომ მოიძიონ მასალები ,  ისწავლიან დამოუკიდებლად  ძიებას, მასალის დახარისხებასა და პრეზენტაციასა უფრო დიდი ხალისით წარმოადგენენ. ანუ გაცილებით კრეატიულები გავხდებით...............
          შევქმენი პორტფოლიო.

воскресенье, 8 марта 2015 г.

მე-8 დღე
მართებული კითხვების დასმა ეხმარება მოსწავლეს გაიგოს, გაიაზროს დავალება და  შესაბამისად თავიც გაართვას  პრობლემებს. დიფერენცირება კი აუცილებელია,რათა სხვადასხვა დონის მოსწავლემ  მასალაზე ინტერესით იმუშაოს,გამოიჩინოს მზაობა და ღიაობა სიახლებებისადმი, გაიზარდოს მასში შემოქმედითობის უნარი შესაძლებლობის შესაბამისად.

суббота, 7 марта 2015 г.

მე-7 დღის რეფლექსია
ეს შრომატევადი და საინტერესო ტრენინგი დასასრულისკენ მიდის.დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, ავტვირთეთ მოსწავლეების ნაშრომები  ბლოგზე.  შეფასება  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსწავლისთვის. დარწმუნებული ვარ ეს რუბრიკები დაგვეხმარება მოსწავლეების ნამუშევრების შეფასების სისტემების დახვეწაში,ხოლო მათი ნაშრომების ბლოგზე ატვირთვით გაიზრდება მათი პროექტებზე მუშაობისადმი ინტერესი.

вторник, 3 марта 2015 г.

მე-6 დღე
ვისწავლე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა-შეფასება

суббота, 28 февраля 2015 г.

მე-4 დღის რეფლექსია
დღეს ყველაზე გემრიელი სამუშაო დღე იყო..................................

воскресенье, 22 февраля 2015 г.

მე-3 დღის რეფლექსია
ვისწავლე, როგორ მოვემზადო პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, როგორ ჩამოვაყალიბო კითხვები სწორად, როგორ მივიყვანო მოსწავლე ზოგადი საკითხიდან კონკრეტულამდე...
 ყოველივე ეს სასწავლო პროცესს  საინტერესოს, მიმზიდველს, სახალისოსა და ეფექტურს გახდის...

суббота, 21 февраля 2015 г.

              მე-2 დღის რეფლექსია
         დღეს ვისწავლე შაბლონის დამზადება, გაზეთის შექმნა, პუბლიკაციების მომზადება ისტ-ს გამოყენებით. ვფიქრობ მოსწავლეებისათვის გაცილებით საინტერესოსო, მარტივი  და  სახალისო იქნება ეს სამუშაო, ვიდრე ჩემთვის,ისინი ხომ ძალიან ადვილად უღებენ ალღოს ნებისმიერ სიახლეს და ინტერესიც შესაბამისად უმძაფრდებათ. ამიტომ ვეცდები, ვიმუშაო ჩემს თავთან და ჩემს მოსწავლეს არ მივაკლო, რაც ეკუთვნის, იმიტომ,  რომ მართალი ვიყო ჩემს თავთან. 

воскресенье, 15 февраля 2015 г.

1-ლი დღის რეფლექსია

  გავეცანი, როგორ შეიძლება პროექტი მოვამზადო ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით, რა კრიტერიუმებით შეფასდება ჩემი ნაშრომი , რა უნარებზე უნდა შევძლო მოსწავლეების გაყვანა(ანალიზი, შეფასება, სინთეზი)... 
     თუ გულწრფელი ვიქნები  ძალიან მომეწონა ის, რაც იდეაშია, მაგრამ სიახლემ ჩემში გამოიწვია შიშიცა დაპროტესტიც. შიში პრობლემასთან შეჭიდებისა და პროტესტი ზღვა
სამუშაოს გამო(ჩვენი ხელფასი ხომ მიზერულია).ასე მგონია, ჩვენსავით  ალალად, პატიოსნად, ერთგულად სხვებიც რომ აკეთებდნენ თავიანთ საქმეს მიხვდებიან რა შრომას ვდებთ პედაგოგები თითოეულ მოსწავლეში და ასე არ გაგვირთულებენ ამ ისედაც  დაძაბულ და პასუხისმგებლობით სავსე საქმეს...