суббота, 28 февраля 2015 г.

მე-4 დღის რეფლექსია
დღეს ყველაზე გემრიელი სამუშაო დღე იყო..................................

воскресенье, 22 февраля 2015 г.

მე-3 დღის რეფლექსია
ვისწავლე, როგორ მოვემზადო პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, როგორ ჩამოვაყალიბო კითხვები სწორად, როგორ მივიყვანო მოსწავლე ზოგადი საკითხიდან კონკრეტულამდე...
 ყოველივე ეს სასწავლო პროცესს  საინტერესოს, მიმზიდველს, სახალისოსა და ეფექტურს გახდის...

суббота, 21 февраля 2015 г.

              მე-2 დღის რეფლექსია
         დღეს ვისწავლე შაბლონის დამზადება, გაზეთის შექმნა, პუბლიკაციების მომზადება ისტ-ს გამოყენებით. ვფიქრობ მოსწავლეებისათვის გაცილებით საინტერესოსო, მარტივი  და  სახალისო იქნება ეს სამუშაო, ვიდრე ჩემთვის,ისინი ხომ ძალიან ადვილად უღებენ ალღოს ნებისმიერ სიახლეს და ინტერესიც შესაბამისად უმძაფრდებათ. ამიტომ ვეცდები, ვიმუშაო ჩემს თავთან და ჩემს მოსწავლეს არ მივაკლო, რაც ეკუთვნის, იმიტომ,  რომ მართალი ვიყო ჩემს თავთან. 

воскресенье, 15 февраля 2015 г.

1-ლი დღის რეფლექსია

  გავეცანი, როგორ შეიძლება პროექტი მოვამზადო ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით, რა კრიტერიუმებით შეფასდება ჩემი ნაშრომი , რა უნარებზე უნდა შევძლო მოსწავლეების გაყვანა(ანალიზი, შეფასება, სინთეზი)... 
     თუ გულწრფელი ვიქნები  ძალიან მომეწონა ის, რაც იდეაშია, მაგრამ სიახლემ ჩემში გამოიწვია შიშიცა დაპროტესტიც. შიში პრობლემასთან შეჭიდებისა და პროტესტი ზღვა
სამუშაოს გამო(ჩვენი ხელფასი ხომ მიზერულია).ასე მგონია, ჩვენსავით  ალალად, პატიოსნად, ერთგულად სხვებიც რომ აკეთებდნენ თავიანთ საქმეს მიხვდებიან რა შრომას ვდებთ პედაგოგები თითოეულ მოსწავლეში და ასე არ გაგვირთულებენ ამ ისედაც  დაძაბულ და პასუხისმგებლობით სავსე საქმეს...